სართიჭალაში მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაიღუპა. ავტოავარია გუშინ მოხდა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე დაღუპული მოტოციკლზე ისხდა და ისინი სასწრაფო დახმარების მისვლამდე, ადგილზევე გარდაიცვალნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.