ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სართიჭალაში – ერთმანეთს ტრაილერი და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.
ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული და დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს.
რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.