კრიზისმა სირიაში მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ევროპას კი ლტოლვილთა უზარმაზარი ნაკადი მიადგა.
სირიელებისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი გზა ხმელთაშუა ზღვის გადაცურვა და ევროპაში გადასვლაა. საშიშმა მგზავრობამ კი 4 ათასზე მეტი ლტოლვილი შეიწირა, მათ შორის უამრავი ბავშვი… ბევრი მიცვალებული ზღვამ სანაპიროზე გამორიყა, უდიდესი ნაწილის პოვნა კი ვერც მოხერხდა.
სააგენტომ Support to Life ზღვაში გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას ძალიან ემოციური კამპანია მიუძღვნა – სასაფლაო ზღვაში… თითოეულ დაფაზე თითო გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, სახელი და გვარი წერია.