ამერიკის საელჩო საქართველოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია.
"რამდენიმე საათში აღსრულდა ეს გადაწყვეტილება".
არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება - ანა დოლიძე
“ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.