LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო მუდმივად რეფორმირების პროცესში არ უნდა იყოს -ვანო ზარდიაშვილი

80

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე, ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან ერთად, დახურულ კარს მიღმა მსჯელობს.

სამუშაო შეხვედრაზე ორ საკითხს, დისციპლინარულ სამართალწარმოებას და სასამართლოებში საქმეთა გადატვირთულობის პრობლემას განიხილავენ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვანო ზარდიაშვილი იმედოვნებს, რომ მეოთხე ტალღით სასამართლო სისტემის რეფორმირება დასრულდება.

მისი თქმით, სასამართლო მუდმივად რეფორმირების პროცესში არ უნდა იყოს.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც როგორც სამოქალაქო საზოგადოება ასევე ხელისუფლების ნაწილი ზრუნავს ეს დისციპლინური საკითხებია, რომლებზეც ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ შეთანხმება მოხდება. კანონში ცვლილებები შედის და დაზუსტდება თუ როგორ და რა შემთხვევაში შეიძლება მოსამართლეებზე დისციპლინარული პასუხისმგებლობა გავრცელდეს”, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, სასამართლო სისტემის კიდევ ერთი გამოწვევა და პრობლემა საქმეთა გადატვირთულობაა.

„საქმეთა გადატვირთულობა აღიარებული პრობლემაა. სასამართლოს ხელისუფლების ყველა შტო ერთად უნდა დავეხმაროთ, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. აქ პირველ რიგში როგორც შენობის, ასევე დარბაზების და მოსამართლეების სიმცირის პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და ქმედით ღონისძიებას გავატარებთ”, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g