LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ 2 გრამი MDMA-ის ფლობისთვს მამუკა ბერძენიშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

77

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ბერძენიშვილს 2,027447 MDMA გრამის ფლობისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული რაოდენობა დღევანდელი კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიიჩევა.

სასამართლოს განმარტებით, ბერძენიშვილს წარსულში უკვე ჰქონდა ნარკოდანაშაული ჩადენილი. 2017 წლის 29 ივნისს, პირობთი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას 0.1133 გრამი კანაფის ფისის შემცველი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი MDMA ამოიღეს. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ბერძენიშვილმა დანაშაული აღიარა.

ბერძენიშვილს სასჯელის მინიმალური, 8-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს:

“ამასთანავე, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და გამოიყენა შთანთქმის პრინციპი, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი – 3 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა”.

მამუკა ბერძენიშვილის განაჩენს თეთრი ხმაურის მოძრაობა გამოეხმაურა:

მათი განცხადებით, “ხელისუფლება წარმატებით განაგრძობს წინამორბედის სამარცხვინო გზას – საკუთარი მოქალაქეების ცხოვრების დანგრევასა და გაუბედურებას”.

შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში ნარკოპოტიკის რეფორმის განხილვა ისევ გადაიდო, ამჯერად ორი თვით. კანონპროექტი გასული წლის ივნისში დარეგისტრირდა.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის რეფორმის გადადების შესახებ აცხადებს, რომ დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა რამდენიმე კომპლექსურ საკითხზეა. მათ შორის, მოხმარების დოზების განსაზღვრაზე, საპატიმრო სასჯელის გაუქმებასა და ნარკოტიკების მოხმარების წახალისების პრევენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g