თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული ბაღის თანამშრომელი დამნაშავედ სცნო და 4 000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ ამავე ბაგა-ბაღის ოთხ აღსაზრდელზე განახორციელა ძალადობა.
სამართალდამცველებმა ის 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ა და გ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.