LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ბექა წიქარიშვილი დამნაშავედ სცნო – ის 2000 ლარით დაჯარიმდა

33

ბექა წიქარიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ის 2000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში წერია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულ ბექა .- მიმართ. სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ ბექა .- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა 69,5453 გრამი ნარკოტიკული საშუალებაგამომშრალი მარიხუანა, რომელიც სამართალდამცველებმა პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოიღეს. შესაბამისად, მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონის დანართი 2-ის 92- ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებაგამომშრალი მარიხუანის შეძენაშენახვა, რომელიც (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა

საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ბექა .- სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი (70 გრამამდე) ოდენობით, ნარკოტიკული საშუალებაგამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნებისთვისშეძენა და შენახვისათვის ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.

საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბექა .-ის მიმართ გამოძიების ეტაპზე წარდგენილი ბრალდება (საქართველოს სსკის 260- მუხლის მეორე ნაწილის ,,ქვეპუნქტი) გადააკვალიფიცირა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენაშენახვაზე (საქართველოს სს კოდექსის 273- პრიმა მუხლის მეორე ნაწილი) და სასჯელის სახედ დაუნიშნა ჯარიმა 3800 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მას დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g