თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბადრი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, რომ ფიზიკური დაპირისპირების არსებობას ორივე მხარე ადასტურებს და ექსპერტიზითაც დასტურდება, რომ ორივეს ჰქონდა დაზიანებები, თუმცა საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო
ცნობისთვის, საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს
გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებოდნენ. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.