LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმა და ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება

106
ლევან ხაბეიშვილი

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.

ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა. პროცესს არ დასწრებია ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან – 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g