LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

143
ამაღლობელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა.

გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სწორედ ამიტომ ამაღლობელი პატიმრობაში დარჩა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართეს.

“წამება და არაადამიანური მოპყრობის ნაწილშიც წავა სარჩელი, ეს საჩივარი ქალბატონო მოსამართლევ, ძირითადად ეფუძნება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას და გარემოებებს”,- აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმის სახით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხა. მომდევნო სხდომაზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხება.

სასამართლო სხდომის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, პერიოდულად ისმოდა შეძახილები “თავისუფლება უკანონო პატიმარს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g