სასამართლომ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა გამოაცხადა.
გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერილის სახით განაცხადა, რომ ბრალს არ ეთანხმებოდა და უკანონო პატიმრად მიიჩნევ თავს.
ცნობისთვის, გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
საქმეზე მორიგი პროცესი 18 მარტს ჩაინიშნა.