LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ თიანეთში 25 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მეუღლეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

219
მკვლელობა თიანეთში

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გასული წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 12 ნოემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 2024 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ პუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო სასამართლოდან: რადიო „თავისუფლება“

24 წლის ქალი, რომელსაც თიანეთში ქმარმა ბენზინი შეასხა და მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g