LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასამართლოს მეშვეობით „ოცნებამ“ მედიას დღეს ბოლომდე გადაუარა“ – სააპელაციო სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის სარჩელი არ დააკმაყოფილა

60
Untitled design (1)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ნათია კაპანაძის სარჩელი ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა -„მოსამართლემ პოლიტიკურ დღის წესრიგს არ გადაუხვია, როგორ ყარს ეს ყველაფერი!“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს:

„მედიას დღეს ბოლომდე გადაუარა ზედ „ოცნებამ“ სასამართლოს მეშვეობით.

დილით გვარამიას საქმეზე და ერთი საათის წინ კი ნათია კაპანაძის საქმეზე გამოცხადდა უსამართლო გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

არაუშავს, მაინც ვიბრძოლებთ“, – წერს ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვდა უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

ნათია კაპანაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g