LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლოს სირცხვილმა, ლევან მურუსიძემ, ჩემი ძმის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა – ნიკა კაცია

284

ლაშა კაციას ძმის, ნიკა კაციას ინფორმაციით, მისი ძმის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ნიკა კაციას ინფორმაციით, საქმეს სააპელაციოში ლევან მურუსიძე განიხილავდა.

14 მაისს ლაშა კაცია საქალაქო სასამართლომ 300 ლარით დააჯარიმა. ბრალდება ლაშა კაციას სასამართლოში სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ლაშა კაცია სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

“სასამართლოს ნამდვილმა სირცხვილმა, ლევან მურუსიძემ, რომელიც სააპელაციოში ბუდობდს, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ჩემი ძმა რომ სამასი ლარით დააჯარიმეს! გავასაჩივრეთ, თავხედურად და უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმა და სააპელაციომ წარმოებაში არ მიიღო, განხილვის გარეშე დატოვა საკითხი…

შეგახსენებთ, 300 ლარით უსამართლო მოსამართლემ, ნინო ყანჩაველმა დააჯარიმა ჩემი ძმა, ლაშა კაცია. ალბათ მურუსიძის იმედზე.  ვაშა აშენდა ქვეყანა, ივსება ბიუჯეტიც. საქმე კი ასე იყო, სამ პოლიციელს (ოპერმუშაკს) მტკიცებულებები არ ჰქონდა და სხდომათა დარბაზში სამივე, ტყუილის სამ ვერსიას ატრიალებდა… რეალურად ლაშა სამივემ წიხლქვეშ გაიგდო, აგინეს და ემუქრებოდნენ!

აი, სისტემური დანაშაული და უსამართლობის კიდევ ერთი კალაპოტი!
ამიტომ არ აშენდა და არ აშენდება ეს ქვეყანა! პოლიციელი გვირტყამს! სასამართლო ძალადობას აპრავებს!”- წერს ნიკა კაცია სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g