LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასარგებლო რჩევები მძღოლებს (ნაწილი მეორე)

106

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვა ინდივიდუალური საკითხია და ყველა თავისებურად მართავს სატრანსპორტო საშუალებას, არსებობს დაუწერელი წესები, რომელიც ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს. ავტომობილის მართვისას მძღოლს გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ მის გარდა ირგვლივ უამრავი ადამიანი მოძრაობს და ნებისმიერმა მანევრმა შეიძლება საავარიო სიტუაცია შექმნას.

იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ სხვების სიცოცხლესა და საკუთარ თავს, აუცილებელია ვიცოდეთ გარკვეული წესები. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაც გზაზე მეტ თავდაჯერებულობასა და გამბედაობას შეგვმატებს…

  1. თუ ხედავთ, რომ შემხვედრი ავტომობილი გასწრების მანევრის დასრულებას ვერ ასწრებს, ჩართეთ მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა და დროზე ადრე შეწყვიტეთ დაწყებული მანევრი. ნუ აუთამაშებთ ფარებს – ამას მხოლოდ ახალბედა მძღოლები აკეთებენ, რომლებიც პირველად ზიან საჭესთან.
  2. თუ ავტომობილი მოგიცურდათ ნუ დაიბნევით. ასეთ დროს ნებისმიერი მყისიერი რეაქცია შეიძლება სავალალო შედეგებით დასრულდეს. მოცურება მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება…
  3. კარგი იქნება თუ მოძებნით სწორ ადგილს და თქვენს ავტომობილს ექსტრემალურ დამუხრუჭებაში გამოცდით. ამით გაიგებთ მის შესაძლებლობებს და გეცოდინებათ, რა დროს როგორ უნდა დაამუხრუჭოთ.
  4. თქვენ სწრაფად მიდიხართ მარცხენა ზოლში, მარჯვნივ კი გეჩვენებათ, რომ ყველაფერი გაჩერებულია, ან ნელა მოძრაობს… გაითვალისწინეთ, რომ მძღოლების უმეტესობამ იცის, ქვეითთა გადასასვლელზე მოძრაობის წესები, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენც მათ არ მიბაძავთ, აუცილებლად საავარიო სიტუაციას შექმნით და საფრთხეს შეუქმნით, როგორც სხვის, აგრეთვე საკუთარ სიცოცხლესაც. გახსოვდეთ, რომ ქვეითი ყოველთვის მართალია!

  5. თუ გზად ბავშვებს დაინახავთ, დაამუხრუჭეთ – სხვა ვარიანტი არ არსებობს.

  6. თუ გრძელი გზა გაქვთ გასავლელი, მაქსიმალურად დაძაბეთ გონება და კონცენტრირება მხოლოდ გზაზე მოახდინედ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეიძლება ცხოველებს შევეჯახოთ. ეს კი არც თქვენთვის და არც თქვენი ავტომობილისთვის არ იქნება სახარბიელო.
  7. და ბოლოს – ყველაფრის მიზეზი სისწრაფეა! ძნელად თუ ნახავთ ავარიას, რომელზეც იტყოდით, რომ ერთ-ერთი მონაწილე ნელა მოძრაობდა და ისე შეეჯახა მეორეს… სწორედ ამიტომ, აკონტროლეთ სისწრაფე და ნუ ივლით დაშვებულ სიჩქარეზე უფრო სწრაფად…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები