LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშა ბარონ კოენი Netflix-ის მინი სერიალში ჯაშუშს განასახიერებს

118

ამერიკული კომპანია Netflix 50 წლის წინანდელ რეალურ ამბავზე დაფუძნებულ სერიალს გადაიღებს. მთავარ როლზე საშა ბარონ კოენი განიხილება და ის ჯაშუშის როლს შეასრულებს. ფილმი ებრაელ ჯაშუშს, ელი კოენს შეეხება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიპოვებს, თუმცა, საბოლოოდ მას დამასკოში ჩამოახრჩობენ. ფილმის რეჟისორი გიდეონ რაფი იქნება.

შეგახსენებთ, რომ Netflix-ის გარშემო სკანდალი სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იღებს. კომპანიის ხელმძღვანელობა ბოიკოტს უცხადებს კანის კინოფესტივალს, რომლის ახალი წესების თანახმად, კონკურსზე არ მოხდება იმ ფილმების ჩვენება, რომლებიც კინოთეატრებში ჯერ არ გამოსულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები