LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელება დაგვემართა… გიო მოგვიკლეს თავის დაბადების დღეზე… ერთადერთი შვილი მოუკლეს მშობლებს, 17 თუ 18 წლის ლაწირაკმა ბავშვებმა…“ – ოჯახის ახლობელი გიორგი ახალაიას მკვლელობაზე

509
გიორგი ახალაია

თბილისში 21 წლის ბიჭის, გიორგის ახალაიას მკვლელობას ოჯახის ახლობელი ნანკა სიჭინავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ნანკა სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, გიორგი სპორტსმენი და საქართველოს ორგზის ჩემპიონი იყო.

„ძალიან საშინელება დაგვემართა. ჩვენი ახლობელი, გიო მოგვიკლეს გუშინ, თავის დაბადების დღეზე.. ერთადერთი შვილი მოუკლეს მშობლებს და მოკლეს 17 თუ 18 წლის ლაწირაკმა ბავშვებმა…

„ჩემი გიორგი მომიკლეს…ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყავს..ჩემი ჩემპიონი“ – გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში 21 წლის სპორტსმენი მოკლეს

გიორგი სპორტსმენი და საქართველოს ორგზის ჩემპიონი იყო. ვიდეოს დადებიდან ცოტა ხანში მოკლეს!

ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა“, – წერს ნანკა სიჭინავა.

ცნობისათვის, „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g