30 ნოემბერს, განთენიას რუსთაველის გამზირზე ზვიად მაისაშვილს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მიწაზე დაგდებულ ადამიანს, რომელიც წამოდგომას ცდილობს, პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, მის გარშემო კი ათობით შავებში ჩაცმული და აირწინაღიანი პოლიციელი დგას.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გააზიარა და დაწერა: „საშინელებაა ამის ყურება“.