ავარიას ცნობილი პედიატრი, მაია ბეშკენაძე ემსხვერპლა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას სამტრედიის ამბები • Samtredia News ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში მოხდა.
სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილები არ წყდება.
„ფეისბუკის“ მომხმარებლები წერენ, რომ საქართველომ უკეთილშობილესი ადამიანი და საუკეთესო პედიატრი დაკარგა.
„საშინელებაა… ჩვენი მაია, უკეთილშობილესი ადამიანი, საუკეთესო პედიატრი დავკარგეთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს…
ძვირფასი მაია ექიმი, როგორ მტკივა გული…
ვიზიარებ საუკეთესო ქალბატონის და ექიმის გარდაცვალებას, რომელსაც დიდი სიყვარულით მოიგონებენ მისი პაციენტები”, – წერენ სოციალურ ქსელში.
ქუთაისში ავარიას ცნობილი პედიატრი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, მაია ბეშკენაძეს ავტომობილი დაეჯახა. ” საშინელებააა…..
Posted by სამტრედიის ამბები • Samtredia News on პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025