LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელი ამბავია და ძალიან სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ, რომ პატარასთან ერთად ყინვაში არ მოუწიოს დარჩენა.. ძალადობის მსხვერპლია და ბავშვთან ერთად სჭირდება მკურნალობა“ – აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

157
ing (3)

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

აკა სინჯიკაშვილის განცხადებით, დახმარება სჭირდება ახალგაზრდა გოგოს, რომელიც პატარა ბავშვთან ერთად საცხოვრებლის გარეშე, ქუჩაში რჩება:

„ძალიან სასწრაფო ამბავია!

ახლა, ჩვენთან პატარა გოგო მოვიდა. ავადმყოფი და ობოლი, დედაც გარდაეცვალა და მამაც, ნათესავებიც არ ჰყავს, ბავშვთა სახლში გაიზარდა.

არის ძალადობის მსხვერპლი და ბავშვთან ერთად სჭირდება მკურნალობა. ახლა თავშესაფარში გამოუცხადეს, რომ ვადა გაუვიდა და პირდაპირ ქუჩაში მოუწევს ცხოვრება.

გაგვივრცელეთ რა, მართლა საშინელი ამბავია და ძალიან სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ ადამიანს, რომ პატარასთან ერთად ყინვაში არ მოუწიოს დარჩენა.

მომეხმარეთ, რითაც შეძლებთ. აბა ჩვენ ვიცით.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი:  #GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი:  #GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili #სიკეთეგადამდებია “, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

ძალიან სასწრაფო ამბავია ❗❗❗
ახლა, ჩვენთან პატარა გოგო მოვიდა.ავადმყოფი და ობოლი, დედაც გარდაეცვალა და მამაც,…

Posted by Akaa Sinjikashvily on ოთხშაბათი, 17 იანვარი, 2024

 

„თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ.. ნუ გადააბიჯებთ, შესაძლოა სწორედ ის ღმერთია, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ეძებთ“ – აკა სინჯიკაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g