ბრიუს უილისის მეუღლემ, ემმა ჰემინგმა, Vogue Australia-თან ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა იმაზე, როგორ გრძნობენ თავს მათი შვილები, 13 წლის მეიბელ რეი და 11 წლის ეველინ პენა, მამის მძიმე დიაგნოზის ფონზე.
„ისინი ნოსტალგიით სავსენი არიან, ენატრებათ მამა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრიუსი ვერ ესწრება მათ მნიშვნელოვან მომენტებს, ეს ძალიან რთულია. ბავშვები მართლაც ძლიერები არიან, მაგრამ უჭირთ. ოდესმე ყველაფერს გაიგებენ და შეეგუებიან“, – აცხადებს ემმა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემენციის მქონე ბრიუს უილისი დამოუკიდებლად, სპეციალურად მოწყობილ სახლში, ოჯახისგან მოშორებით გადაიყვანეს საცხოვრებლად, მისის მეუღლე, ემმა ჰემინგი კრიტიკის სამიზნე გახდა.
ემმა ჰემინგი აცხადებს, რომ მას ბრიუს უილისთან განქორწინება სურდა – უახლესი ინტერვიუ



