LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიში ბაქტერია სალმონელა “ქინდერში” – არის თუ არა ქართულ ბაზარზე დაბინძურებული შოკოლადი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

423
ქინდერ

ევროპის რამდენიმე ქვეყანაშ​ი, “ქინდერის” შოკოლადში საშიში ბაქტერია – სალმონელა აღმოაჩინეს. საეჭვო პროდუქტს მოხმარების ვადა 2022 წლის 12 ივლისამდე აქვს.

ჯერ უცნობია, არის თუ არა გაყიდვაში ქართულ ბაზარზე “ქინდერის” ეს კონკრეტული პარტია, თუმცა მომხმარებლების ნაწილმა ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ტკბილეულს უნდობლობა უკვე გამოუცხადა.

“ქინდერის” ტკბილეული დახლებიდან ჯერ არ გამქრალა.

არის თუ არა სალმონელას შემცველი შოკოლადი ქართულ ბაზარზე – ამას სურსათის უვნებლობის სააგენტო სწავლობს და შედეგებს 2-3 დღეში გაასაჯაროებს.

ტკბილეულის შემომტანი 4 ბიზნესოპერატორის პროდუქციის ინსპექტირება დაწყებულია. სურსათის სააგენტო მოქალაქეებს გაფრთხილებას აძლევს.

“პროდუქტის ამოღებას თვითონ ბიზნესოპერატორი უზრუნველყოფს, თუმცა მას ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მომხმარებელიც აქტიური იყოს და თუ ვინმეს უკვე შეძენილი აქვს აღნიშნული დასახელების სურსათი, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ პარტიის ნომრებს, რომელიც გამოქვეყნებულია სააგენტოს გვერდზე. დიდი შანსია, რომ ეგ პარტიები საქართველოში საერთოდ არ იყოს, მაგრამ ამას ვამოწმებთ,” – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.

დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში. ეს კი Ferrero-ს მიერ წარმოებული სხვადასხვა დასახელების “ქინდერის” შოკოლადს დაუკავშირდა.

ტკბილეულის ეს პარტია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან უკვე გამოითხოვეს.

შოკოლადის საეჭვო პარტიის შესახებ, სურსათის უვნებლობის სააგენტომ ევროპის შესაბამისი კომისიიდან სწრაფი განგაშის სისტემით შეტყობინება 7 აპრილს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g