LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიშია თუ არა „იბუპროფენის“ გამოყენება კორონავირუსის ინფექციის დროს – თემურ მიქელაძის განმარტება

23445
miqeladzenewsss55555

პედიატრმა თემურ მიქელაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში „იბუპროფენის“ ჯგუფის პრეპარატებზე ისაუბრა. პედიატრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეს-სპიკერის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც  „იბუპროფენმა“ შესაძლოა გაამწვავოს COVID19-ის მიმდინარეობა:

„პირველად ასეთი ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა, თუმცა, ამას არ დაეთანხმდნენ ის კომპანიები, რომლებიც „იბუპროფენს“ აწარმოებენ. თუ თქვენ „იბუპროფენის“ ანოტაციასაც წაიკითხავთ, იქ აღნიშნულია, რომ „გამოიყენეთ სიფრთხილით ხანდაზმულ ადამიანებში“, რადგან როდესაც ასეთი ასაკის ადამიანებში გვაქვს პნევმონიის შემთხვევები, ან ქვედა სასუნქთი გზების ინფექციები, ასეთ შემთხვევაში „იბუპროფენის“ ჯგუფის პრეპარატები არ გამოიყენება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი და სხვა გართულება. როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებში არჩევის პრეპარატი არის „აცეტამინოფენი“, ანუ „პარაცეტამოლი“. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვაქვს ქვედა სასუნქთი გზების ინფექციები, მძიმე ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქიოლიტი და თან ამას ახლავს ცხელება, არჩევით პრეპარატად ჩვენ ვიყენებთ „აცეტამინოფენს“. ხოლო როცა ცხელებას ახლავს ტკივილი, მაგალითად ყურის ტკივილი, ან გვყავს პაციენტები, რომლებიც მთელი ცხოვრება იყენებენ „იბუპროფენს“, ასეთ რეკომენდაციას მათ ვერ მივცემთ. თუ არის ტკვილი და ცხელება, ჩვენ ვირჩევთ „იბუპროფენს“, როდესაც არის უკუჩვენება, მაშინ ის არ ინიშნება. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსი ქვედა სასუნქთი გზების ინფექციებით რთულდება და ამ დროს რეკომენდებულია, „აცეტამინოფენი“, როგორც ინტრავენური ინექციები, ასევე პრერორალური ფორმით და სანთლების სახით. ასე, რომ „იბუფპროფენის“ უკუჩვენებაზე მტკიცებულების ფორმით ვერ ვისაუბრებთ.

რაც შეეხება ბავშვებს, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე დაახლოებით 10 პროცენტი გვაქვს ბავშვების შემთხვევა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენია მატარებელი, ანუ რამდენს გადააქვს ის მსუბუქი ფორმით და არანაირი კლინიკური გამოვლინება არ გააჩნია. სწორედ ისინი არიან  სუპერგამავრცელებლები, განსაკუთრებით ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის. არსებობს უამრავი ჰიპოთეზა, მაგალითად არის მოსაზრება, რომ როდესაც COVID19 ჩინეთში გავრცელდა, იყო საახალწლო არდადეგები და ნაკლები სოციალიციზაციის გამო, ბავშვების დაინფიცირება არ მოხდა. იყო საუბარი იმაზეც, რომ ბავშვებს ქრონიკული პათოლოგიები ფაქტობრივად არ აქვთ ან იმუნური სისტემა ბოლომდე მოუმწიფებელია და ვირუსი აგრესიულად არ მიმდინარეობს, მაგრამ ესაა მხოლოდ საუბარი. ამას სჭირდება დრო, რომ ვირუსი სწორად შევისწავლოთ და დავდოთ დასკვნები.

თემურ მიქელაძემ COVID19-ის პრევენციაზეც ისაუბრა და აქცენტი 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვაზე გაამახვილა. ვრცლად პოდკასტი მოისმინეთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g