საშიშია თუ არა საღეჭი რეზინი, ვისთვის არ შეიძლება და როგორია მისი გამოყენების ხანგრძლივობა? – ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრი, ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე საუბრობს.
სპეციალისტის განმარტებით, რეკომენდებულია ყოველი კვების შემდეგ საღეჭი რეზინის მხოლოდ 15-20 წუთი გამოყენება:
„რეკომენდებულია ყოველი კვების შემდეგ საღეჭი რეზინის 15-20 წუთი გამოყენება, საუბარია უშაქრო საღეჭ რეზინზე პირის ღრუს ჰიგიენისთვის.
ამ დროს გადაცილების შემთხვევაში იღლება სახის კუნთი, რამაც შესაძლოა თავის ტკივილიც კი გამოიწვიოს.
ერთ-ერთი კვლევით ისიც არის დადასტურებული, რომ ერთი საათი საღეჭი რეზინის ღეჭვა 11 კალორიის დაკარგვას იწვევს.
თუ ჩვენ გადავაცილებთ დროს (15-20 წუთი) და გავახანგრძლივეთ ღეჭვა,ამ დროს სულ სტიმულაციაშია სანერწყვე ჯირკვალი, ხშირად ხდება კუჭის წვენის გამოყოფა და ამ დროს საკვები ვერ მიეწოდება ორგანიზმს, ამიტომ შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი ხელშემწყობი ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების, ან სხვა პათოლოგიების სანერწყვე ჯირკვლებისთვის.
საღეჭი რეზინის მიღება არ არის რეკომენდებული 5 წლის ასაკამდე ბავშვებში“- ამბობს ექიმი.
❌❌ საშიშია თუ არა საღეჭი რეზინი – ვისთვის არ შეიძლება საღეჭი რეზინის მოხმარება👀 საშიშია თუ არა საღეჭი რეზინი – ვისთვის არ შეიძლება საღეჭი რეზინის მოხმარება❌❌
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025