საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კრაკოვიას’’ ქართველ ფეხბურთელს, ოთარ კაკაბაძეს პოლონეთში პრესკონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჰკითხეს.
„საშობაო არდადეგების გატარებას სამშობლოში ვგეგმავ. ყველა ვხედავთ, რაც საქართველოში ხდება, ეს ქაოსია. ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მინდა. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებსა თუ კვირებში ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდება“, – ამბობს ოთარ კაკაბაძე.