LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაო მიმართვაში რომის პაპმა უკრაინაში „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა

137
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-25T200621.012

ყოველწლიურ საშობაო მიმართვაში, პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, Urbi et Orbi-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო.

როგორც მედია წერს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურის 10 წუთიანი გამოსვლის დიდი ნაწილი უკრაინის ომმა დაიკავა, თუმცა პაპმა ასევე ახსენა სირიაში, იემენში, ერაყში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაში, მიანმარში, ავღანეთში, ეთიოპიაში, ირანში, ჰაიტიში, ისევე როგორც, აფრიკის საჰელის რეგიონში არსებული კონფლიქტები, არეულობები და ჰუმანიტარული კრიზისები.

„მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები – მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და სიცივეში, სახლებიდან შორს, იმ ნგრევის შედეგად, რომელიც ომის ათმა თვემ მოიტანა.

დიახ, ჩვენ მწუხარებით უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინაც კი, როცა მშვიდობის უფლისწული მოგვევლინა, კაცობრიობას ომის ყინულოვანი ქარები უტევს. თუკი გვინდა, ეს იყოს შობა, იესოს და მშვიდობის დაბადება, მოდით, გავიხედოთ ბეთლემში და წარმოვიდგინოთ იმ ბავშვის სახე, რომელიც ჩვენთვის იშვა და დაე, ამ პატარა და უცოდველ სახეში დავინახოთ ყველა იმ ბავშვის სახე, რომლებსაც, ყველგან მსოფლიოში, მშვიდობა სურთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g