კორპორაცია Apple-მა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 23-დან 27 დეკემბრის ჩათვლით ონლაინ-მაღაზია App Store ტექნიკური და ფინანსური საკითხებისთვის არ იმუშავებს. მიზეზად საშობაო არდადეგები სახელდება. მათივე თქმით, ყველა აუცილებელი განახლება ან დეტალი 23-მდე გამოვა. შესაბამისად, ტექნიკური ხასიათის ყველა კითხვას პასუხი არდადეგების დასრულების შემდეგ გაეცემა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საახალწლოდ App Store-ში გრანდიოზული ფასდაკლებაც იგეგმება, რომელმაც შესაძლოა -80%-საც მიაღწიოს.