LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშობაოდ სახლის ნაადრევად მორთვა განწყობას ამაღლებს

455
75210364-516927705763377-6459994974871093248-n

ბევრი ადამიანისათვის შობა უსაყვარლესი დღესასწაულია და სავარაუდოდ, ისინი უკვე დღეებს ითვლიან ამ ჯადოსნურ ღამემდე.  ბევრი მათგანი საშობაო დღეების გახანგრძლივებას საშობაო ნაძვის ხის ნაადრევად მორთვით და  სახლის დეკორირებით ცდილობს. საშობაო დეკორაციები ზოგიერთ ოჯახში ნოემბრიდანვე გამოჩნდება და თუ ფსიქოლოგ სტივ მაკკიოუნს ვენდობით, ამაში ცუდი საერთოდ არაფერია.

მაკკიოუნის თქმით ნაძვის ხე, ფერადი ნათურები, ორცხობილები, გლინტვეინი და საჩუქრები ადამიანების უმეტესობისათვის შობის დღესასწაულთან ასოცირდება, თავად ეს დღესასწაული კი ბედნიერ და უზრუნველ ბავშვობასთან. სწორედ ამიტომ ადამიანები ცდილობენ კიდევ უფრო გაიხანგრძლივონ ბედნიერი მოგონებებით ტკბობის პროცესიც და ახალი მოგონებებიც უხვად შეიძინონ.

ფსიქოლოგის თქმით, შობის მოყვარულ ადამიანებს სადღესასწაულო განწყობა სხვებზე ადრე ეუფლებათ და ეს არამხოლოდ ყოველდღიურ სტრესთან ბრძოლაში ეხმარებათ, არამედ მათ საერთო ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეც დადებით გავლენას ახდენს.

ასე რომ, საშობაოდ სახლის მოსართავად დეკემბრის ბოლომდე მოცდა სულაც არ არის საჭირო. შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g