LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშუალო ასაკში მყოფი მძღოლები ასაკოვან ავტომფლობელებზე უფრო საშიშები არიან

74
merc201013

საგზაო უსაფრთხოების ამერიკულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ 70 წლის ავტომფლობელები უფრო იშვიათად ხდებიან სასიკვდილო ავარიების მონაწილეები, ვიდრე მძღოლები რომელთა ასაკიც 35–54 წელია. ასე რომ გზაზე გადაადგილების დროს ისინი ნაკლებად საშიშები არიან.

უკანასკნელი 2 ათწლეულის განმავლობაში აშშ–ში ხანდაზმული მძღოლების რაოდენობა გაორმაგდა. გავრცელებული მოსაზრების შესაბამისად, ასეთი მძღოლები გზებზე ბევრად უფრო საშიშები არიან, რამეთუ კოგნიტური ფუნქციები დაქვეითებული აქვთ, მხედველობა გაუარესებული და შესაბამისად ავარიებშიც უფრო ხშირად ხვდებიან. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, სინამდვილეში ავტოსაგზაო ინციდენტებში უფრო ხშირად საშუალო ასაკში მყოფი ავტომფლობელები მონაწილეობენ.

ექსპერტებმა რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილეს ყურადღება. პირველ რიგში ის რომ თანამედროვე ავტომობილი ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა, ინფრასტურქუტრა განვითარდა, ცხოვრების ხარისხი გაიზარდა და ხანდაზმულ მოქალაქეთა ჯანმრთელობაც გაუმჯობესდა.

სადაზღვეო კომპანიების ინფორმაციით, 1997 წლიდან 2018 წლამდე 70 წლის მძღოლებს 43%–ით ნაკლები ავარია მოუვიდათ, 35–54 წლის მძღოლების შემთხვევაში კი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მხოლოდ 21%–ითაა შემცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g