ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ბუკა პეტრიაშვილი აღნიშნავს, ომის მიმდინარეობის 306-ე დღეს გარკვეულ პოზიციებს უკრაინელები კონტრშეტევაზე გადადიან და დიდი ბრძოლები მიმდინარეობს:
„აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ახალი ამბების დასტით:
როგორც მიღებულია ასეთ ვითარებაში ტერმინი, ავი ენები უბნობენ, რომ სვატოვე-კრემენას მიმართულებით სასიკეთო ამბები ხდება! დაველოდოთ ოფიციალურ ცნობებს!
უჰლედარი-ავდეევკა – მარიინკა- ბახმუტი – სოლედარი – სერიოზულად მძიმე ბრძოლები გრძელდება! სადღაც კონტრშეტევაზეც გადადიან ჩვენები, სადღაც კბილებით იცავენ პოზიციებს! ძალიან სერიოზული და დიდი ბრძოლები მიდის სწორედ ამ რკალზე!
მოკავშირე ბელარუსში აშიშხინდა „ასე თავისით“ მიგ-31! კიდევ უფრო სიღრმეში, ისევ იმ ავად ცნობილ ენგელსის ავიაბაზაზე ისევ გაჩნდა ხანძარი!
კობზონის დაჯგუფება მყარად და მწყობრად გადასცდა 100 ათასს! მართლა ამაზეა ნათქვამი: იხარე ერო, მოკვდი მტერო!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერი გრუხუნით, ჩვენს თვალწინ ჩამოინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში