თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს.
ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შედეგები წარმატების მომტანი იქნება საქართველოს ხალხისა და ჩვენი რეგიონისათვის.
სასიხარულოა, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს – „ქართველმა ხალხმა მშვიდობას მისცა ხმა… ევროპაში კამათი მაინც იქნება, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ“
„ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება – არჩევნები უნგრეთში ჩატარდება თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასე იქნება და ასე აღიქვამენ“
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება”. – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა..