LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასჯელაღსრულების სამინისტრო რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფოტოს აქვეყნებს (ფოტო)

322

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ვინაობას ასახელებს და მის ფოტოს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, გაქცეული პატიმარი ოთარ ვარამაშვილია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის, ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდეს სატელეფონო ნომრებზე – 032 2 75 23 85, 577 28 25 19.

პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან დღეს გაიქცა.

მისი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

14142040_1071516839591013_7286546030858160611_n

14203162_1071518136257550_5253121880742712712_n

magti 5g