LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი“ – ზურაბ აბაშიძემ კარასინთან საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა

161
კარასინი

„კიბერ კმარა“ ავრცელებს, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელშიც ისინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ.

„კიბერ კმარას“ ცნობით, ჩანაწერში პირი, რომელიც „კიბერ კმარას“ ცნობით, კარასინია, ამბობს, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო „კმაყოფილია ბოლო კონტაქტებით“ და სურს, ისინი რეგულარული გახდეს.

„კიბერ კმარას“ ცნობით, საუბარი 2022 წლის 22 ივნისს შედგა.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა ჩანაწერის ავთენტურობა და განაცხადა, რომ ვერ მიხვდა, „სასკანდალო რა არის“.

მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან აღნიშნული საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა.

„ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g