იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებაზე მსჯელობენ.
ცვლილებების მიხედვით, ავტობუსები ტექნიკურად აღჭურვილი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს შიდა და გარე კამერები, ყველა სავარძელს კი უსაფრთხოების ღვედი უნდა გააჩნდეს. თუ კი ექსკურსიის მარშრუტი 500 კილომეტრს აღემატება, თან უნდა ახლდეს მეორე მძღოლი. მძღოლებს კი მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება ჰქონდეთ.
ექსკურსია ვერ შედგება სამედიცინო დახმარების მცოდნე პირის გარეშე, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გამართულობას შესაბამისი ცნობა დასჭირდება.
რვა პუნქტი, რომლის გარეშე ექსკურსიაზე ვეღარ წახვალთ - რა ცვლილებები ამოქმედდება მომავალი წლიდან?
ავტორებმა რამდენიმე ცვლილებაზე ისაუბრეს. მათ შორის 500 კილომეტრზე მეტი მანძილის შემთხვევაში ექსკურსიაზე სათადარიგო მძღოლის წაყვანა იქნება საჭირო, ასევე ცვლილებების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებას პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის შესაბამისი აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს.
ცვლილებები მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება.