LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასმელში ნარკოტიკი ჩამიყარეს“ – „ამერიკული ნამცხვრის“ ვარსკვლავი, ტარა რიდი სასტუმროში უგონო მდგომარეობაში გადაიღეს

290
page

„ამერიკული ნამცხვრის“ ვარსკვლავი, ტარა რიდი სასტუმროში უგონო მდგომარეობაში გადაიღეს. 50 წლის მსახიობი, რომელსაც წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს და დეტოქსიკაციის პროცედურა ჩაუტარეს.

მოგვიანებით, ტარამ განაცხადა, რომ ბარში მას სასმელში ნარკოტიკული საშუალება ჩაუყარეს.

„უცბად გავითიშე, როცა გონს მოვედი, უკვე კლინიკაში ვიყავი. გუშინ საღამოს ბარში სასმელში რაღაც ნარკოტიკი ჩამიყარეს. ეს ძალიან შემაშფოთებელია… ალკოჰოლის მიღებისას მეტი ყურადღება გვმართებს“, – განაცხადა მსახიობმა.

ინციდენტის შემდეგ ტარა რიდმა პოლიციას ოფიციალურად მიმართა და საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები