პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრს, ხატია დეკანოიძეს მიმართავს.
ჩარკვიანმა დეკანოიძეს სასტიკად უსუფთაო და არაკეთილსინდისიერი “პოლიცგოგონა” უწოდა.
„დეკანოიძემ თქვა ხატიამ: „ყოფილი ხელისუფლების დროს სისტემური დანაშაულები იყოო”…. 2023 წელს აღნიშნა და სააკაშვილის ხმებით მოპოვებული მანდატით დატოვა პარტია, ოღონდ დეპუტატის მანდატი “ჩაიტოვა”.
ახლა სამართლებრივად გეტყვით რას და რა სიბინძურეს ნიშნავს მისი ეს განცხადება.
პირველი, ის, რომ თუ სისტემური დანაშაულები ხდებოდა, შენ რომ მაღალჩინოსანი იყავი პოლიციის მაშინ ხმა უნდა ამოგეღო, რადგან იმ მოქმედი სისტემის – მოქმედი ნაწილი იყავი!
და მეორე – დღეს 2023 წელს, რომ ამბობ ამას, ფაქტიურად მაშინდელი მაღალჩინოსნის ჩვენებას აძლევ და ვის წინააღმდეგაც აკეთებ ყველა ხვდება, ეს არის დღეს პირდაპირი ჩვენება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მაღალჩინოსნისა, შეგნებულად თუ ამბობს ეს “პოლიცგოგონა” ამას, ფსკერზეა და თუ შეუგნებლად, მაშინ უტვინო.
მე სიმართლე რომ ვთქვა ორივე მგონია!
ჰოდა, ამიტომ არის სასტიკად უსუფთაო და არაკეთილსინდისიერი “პოლიცგოგონა”.
ამ “ნაჩინოვნიკარმა” და “არაბუტაფორია” ქალმა ვერ ამოიღე ხმა მაშინ “სისტემური დანაშაული” თუ ხდებოდა?!……
რანაირი ქამელეონი არ მინახავს ამ პოლიტიკურ წუმპეში ვაკვირდები და “ესენი” – ეს დუეტი რომ არის მელია – დეკანოიძე ამდაგვარი არაფერი.
აბა ჰე, წინ ბატონებო დიდ ტალახში ხართ და გააგრძელეთ ერთად “დააბოტეთ” მძიმედ ჩაძირვამდე კეზერაშვილის ნაჩუქარი დიდი ჯიპით!!”, – წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, თავდაპირველად ხატია დეკანოიძემ თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციაში და აქციაზე გამორჩენის მიზნით დგომაში დაადანაშაულა.
„პარტიაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ნამდვილად წუხს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რასაც ვერ ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც აქციებს ატარებდნენ თვეების განმავლობაში და ახლა უცებ შეწყვიტეს აქციები იმიტომ, რომ თანამდებობებზე დაინიშნნენ, ისინი გამორჩენისთვის იდგნენ, როგორც ჩანს.
მაგალითად, ქალბატონი თამარ ჩარკვიანი ყვიროდა ტელევიზიით, მიმართავდა მიშას, რომ „ჩამოდი, მიშა, ჩამოდი მეგობაროო“. მე ყველა იმ ადამიანს ვგულისხმობ, ვინც დღემდე განაგრძობს ამ ადამიანის ჯანმრთელობით სპეკულაციას”, – აცხადებდა ხატია დეკანოიძე.
ხატია დეკანოიძემ დღეს ჩარკვიანის მისამართით ასევე განაცხადა: „ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსის ბუტაფორიაა ქალბატონი თამარი, ის არ არის პოლიტიკოსი. მას აქვს იმედი რაღაც კონკრეტული ბენეფიტების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სიაში ვიხილავთ ისე, როგორც ახლა არის სპიკერი. ამიტომ ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, რომ ასე ინსტრუმენტალიზაცია ხდება ქალის კაცი პოლიტიკოსების ხელში”.