15 იანვარს, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ მომხდარი ინციდენტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით.
სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა“, – აღნიშნულია სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.