ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, ლაუნჯ-ბარ-რესტორანი ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა, ეს იქნება კომფორტის ზონა, სადაც მისული სტუმრები დასვენებას გართობასაც შეუთავსებენ.
მისივე თქმით, ლაუნჯ-ბარ-რესტორნის მენიუ მრავალფეროვანია, კერძოდ, აქ მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართულ-ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, რაც მთავარია მისაღებ ფასად.
14 თებერვალს, საღამოს 10 საათიდან მსურველს საშუალება ჰონდა, საყვარელ ადამიანთან ერთად, დასწრებოდა დათო გომართელის კონცერტს.
”ეს არის ადგილი განწყობის შესაქმნელად, საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად, საუკეთესო მენიუ და საუკეთესო გარემო. ამას გარდა, ახლო მომავალში იგეგმება უცხოელი შემსრულებლების მიწვევა რესტორანში”, – აღნიშნა მენეჯერმა.
სწორედ ამ რესტორანში მოეწყო მიუზიკბოქსისა“ და „ფორტუნა პლუსის“ ერთობლივი კონკურსი – „სიყვარული ერთ კადრში“ ერთ-ერთი გამარჯვებული წყვილის რომანტიკული ვახშამი.
სასტუმრო ინტურისტი ქალაქ ბათუმში, ნინოშვილის N11 მდებარეობს.