LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო რუმს ყაზბეგი 31 დეკემბერს დამსვენებლებს ელოდება

79

სასტუმრო რუმს ყაზბეგი აგრძელებს თავის ტრადიციას და წელსაც გიმზადებთ განსაკუთრებულ საზეიმო გარემოს.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ სასტუმროს მენეჯერმა ისაუბრა, სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს მყუდრო გარემოს, რომელიც იბადება ბუხართან ცხელი გლიტვეინებით ხელში და რაც მთავარია, ყაზბეგის დათოვლილი მთების გარემოცვაში.

„წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად სადღესასწაულო და საზეიმო გარემოში გთავაზობთ ჩვენი შეფების მიერ დამზადებულ უგემრიელეს ვახშამს. საღამოს განწყობას გაგილაბამზებთ ქართული და მსოფლიო მუსიკის ელემენტებით, რასაც მოგვიანებით მოყვება დისკო-ჰაუს დიჯეი სეტი RotKraft-ისგან“, – აღნიშნა მენეჯერმა.

ამას გარდა, საღამოს დამსვენებლების საახალწლო განწყობის ასამაღლებლად  ყველასთვის საყვარელი ნინო ქათამაძე და ინსაითი შეგიქმნიან ჯადოსნურ განწყობას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის საახალწლო ღამეს მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება.

ასე რომ, მოემზადეთ საზეიმოდ და შემოგვიერთდით ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სასტუმრო რუმს ყაზბეგში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები