LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროები გადაჭედილია ტურისტებით, ეკონომიკა დუღს და მუშაობს- ირაკლი ღარიბაშვილი

57
656567

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს აქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქვეყანაში ბიზნესს და მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა გაუჩნდათ.

„თებერვლიდან ჩვენ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა დავიწყეთ, რადგან შარშან ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა. ბევრმა სამუშაო ადგილი დაკარგა. ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა შემოსავალი დაკარგა და ჩვენი მხრიდან 200 ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო. შესაბამისად, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა. ჩვენს ბიზნესს და მოქალაქეებს სტაბილურობის განცდა გავუჩინეთ. სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელს მსოფლიოში, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად მოსახლეობამ ეს დეპრესიული დამოკიდებულება შეიცვალა, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილებს ათასობით ადამიანი დაუბრუნდა. ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადი შემოვიდა ქვეყანაში, ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები და ეს ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g