ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ სასტუმროებს შორისაც არის გამორჩეული ადგილები, სადაც სელებრითები არჩევენ დასვენებას. ჩვენ შევარჩიეთ 10 ყველაზე გამორჩეული სასტუმრო, სადაც დასვენება წელს გადაწყვიტეს პრინცმა უილიამმა ქეით მიდლტონთან ერთად და დევიდ ბექჰემმა ვიქტორიასთან ერთად, ასევე ჯენიფერ ენისტონმა, მირანდა ქერიმ და სხვა ვარსკვლავებმა.
- Eden Rock, St Barts – სასტუმრო კარიბის ზღვის სანაპიროზე, სადაც ერთი ღამე 475 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ქეით მიდლტონმა აქ საზაფხულო შვებულება გაატარა
- Four Seasons, Bora Bora – ამ ფეშენებელურ სასტუმროში დასვენება ღამე 1000 ფუნტი სტერლინგი დაგიჯდებათ. სწორედ აქ გაატარეს თაფლობის თვე ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ
- Hotel Villa Magna, Madrid – ამ სასტუმროში ღამის გატარება 307 ფუნტი სტერლინგი ჯდება. სწორედ აქ გაჩერდა „შიმშილის თამაშების“ გუნდი ფილმის მადრიდში გადაღებების დროს
- Hotel Brosundet, Norway – ამ სასტუმროში ღამე 110 ფუნტი სტერლინგი ჯდება. სწორედ აქ გაატარა შვებულება აპრილში ქეით მიდლტონის დამ, პიპამ.
- Varsity Hotel & Spa, Cambridge – სასტუმრო, სადაც ღამე 155 ფუნტი ჯდება, ბექჰემების საყვარელი ადგილია.
- Hotel Hermitage, Monte Carlo – სასტუმროში ღამე 611 ფუნტი სტერლინგი ჯდება. წელს მას რამდენჯერმე სტუმრობდა მოდელი და ტელეწამყვანი ტამარა ეკსლთოუნი.
- Hotel Royal Monceau, Paris – ღამე აქ 906 ფუნტი სტერლინგი ჯდება და სწორდ ამ სასტუმროში გაჩერდნენ კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი პარიზის მოდის კვირეულზე სტუმრობისას.
- The Old Course Hotel, St Andrews, Scotland – ღამე ამ სასტუმროში 158 ფუნტი სტერლინგი ჯდება. აქ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ოქტომბერში, შოტლანდიაში ვიზიტისას გაჩერდნენ.
- The Carlyle, New York – ღამე ამ სასტუმროში 290 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ის თავის დროზე პრინცესა დაიანას საყვარელი სასტუმრო იყო. წელს მას სტუმრობდნენ მირანდა ქერი, ტომ კრუზი და მიკ ჯაგერი.
- One&Only Ocean Club, The Bahamas – აქ ღამის გატარება 1060 ფუნტი სტერლინგი ჯდება და წელს აქ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ისვენებდა.
