საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 5.3%-ით შემცირდა – ამის შესახებ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია საუბარი.
PMCG-ის ინფორმაციით, რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, სექტემბერში 2021 წლის სექტემბერთან შედარებით სასტუმროების ფასების ინდექსი 22.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 19%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 41.3%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი შიდა ქართლსა (28.4%) და აჭარაში (27.8%) იყო.
სექტემბერში საქართველოში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 177 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 287 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა სექტემბერში 115 ლარი შეადგინა.
რამდენი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მოქალაქე შემოვიდა და გავიდა საქართველოდან - იანვარ-სექტემბრის სტატისტიკა
PMCG-ის ცნობით, 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათას უნიკალურ პირს მიაღწია.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი სექტემბერში 440 ლარი იყო. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 580 ლარი შეადგინა, აჭარაში -489 ლარი, გურიაში -454, ხოლო თბილისში – 434.
როგორც კვლევიდან ჩანს, სასტუმროების კლასის მიხედვით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 5.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი 4.3%-ით არის შემცირებული. თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი შიდა ქართლში (20.5%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი გურიასა (-30.6%) და აჭარაში(-19.5%).