LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროში „Rooms Tbilisi” თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია გაიმართა

219

სასტუმროში „Rooms Tbilisi” გაიმართა თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია, რომელსაც უძღვებოდნენ კვირეულის დამფუძნებლები თაკო ჩხეიძე და მაკა ყუბუსიძე. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდენ კვირეულის მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამართველოს უფროსი გიორგი აფციაური და „Rooms Tbilisi”-ს გენერალური მენეჯერი ლევან ბერულავა.

პრესკონფერენციაზე საუბარი კვირეულის საბოლოო განრიგს, მონაწილე დიზაინერებს და ქალაქის კულტურულ სივრცეებს შეეხო. ასევე აღინიშნა კვირეულის საპატიო სტუმრების ვინაობა და სიმრავლე, რომელთა ვიზიტი საქართველოში ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით.

თბილისის მოდის კვირეულის მეცამეტე სეზონი 31 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „დალოოდის“ ჩვენებით გაიხსნება. კვირეულის ოფიციალური განრიგი გიორგი შაღაშვილის, ჩუბიკას, ლაკო ბუკიას, მარიამ გვასალიას და სხვა ქართველი დიზაინერების და ბრენდების ჩვენებებს მოიცავს. პირველად საკუთარი კოლექციით მაყურებლის წინაშე წარდგება სალომე ღვინიაშვილი, ირმა შარიქაძე კი კაფსულა-კოლექციას წარადგენს მოძრაობის თეატრში, სადაც ტანგოს პერფორმანსს გამართავს.

12516177_1121029731261650_559255355_nსაინტერესოა თბილისის მოდის კვირეულის მთავარი სტუმრის ვინაობაც, რაზეც „ფორტუნამ“ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად დაწერა. ეს გახლავთ დემნა გვასალია, „ბალენსიაგას“ ახალი კრეატიული დირექტორი და ბრენდ „ვეტემენტსის“ დამფუძნებელი, რომელსაც მსოფლიო მოდის სამყაროში უკვე ძალიან კარგად იცნობენ. გარდა ამისა, საქართველოს, მოდის კვირეულის ფარგლებში ესტუმრებიან ამ სფეროს საკმაოდ ავტორიტეტული წარმომადგენლები: „ვოგის“ ჟურნალისტი სარა მაუერი, მიროსლავა დუმა, მოდის ბლოგერი დარია შოპოვალობა და ფოტოგრაფი ადამ კაცი. ქართველი დიზაინერების კოლექციის ნახვას შეძლებენ „ვოგის“, „W Magazine“-ის, „Dash Magazine“-ისა და სხვა პრესტიჟული გამოცემების ჟურნალისტები.

კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 26 მარტს, გაიხსნება თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური შოურუმი, რომელიც „თბილისი მოლში“ განთავსდება.

ღონისძიების პარტნიორები არიან: სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, „გაბუნია და პარტნიორები“

ღონისძიების წარმდგენი: დეველოპერული კომპანია m2-ის პრემიარული პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“

გენერალური სპონსორი და ოფიციალური შოურუმი – „თბილისი მოლი“

ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“

მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ოფიციალურ კოსმეტიკა: MAC

პარტნიორი: სილამაზის სალონი სტუდია: „Keune“, „სილკნეტი“

საინფორმაციო მხარდაჭერა: Music box, რადიო „ფორტუნა“, „არტარეა TV“

გენერალური მედიაპარტნიორები: ჟურნალი „ნარგისი საქართველო“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები