LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასურსათო დეფიციტი არ შეგვექმნება, უბრალოდ ჩვენზე ნუ გაბრაზდებიან, ფასები თუ გაიზრდება, ეს მოხდება ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

35
Copy of @fortuna106.9 (69)

რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. საომარ თეატრში სრული კრახის პარალელურად, გრძელდება რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლა. იმ ფონზე, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავხდით დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, პრობლემები აგრესორ ქვეყანაში იქცა პრობლემებად საქართველოსთვის.

ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ საგარეო ეკონომიკურ შოკს ელოდება. როგორ იქნება ფასები და ხომ არ გაჩნდება პრობლემა მიწოდების არხებში? მოსალოდნელია, თუ არა დეფიციტი გარკვეულ პროდუქტებზე?

„ბიზნესკურიერი“ ივა ჭყონიას, „დისტრიბუტორთა  ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელს ესაუბრა.

– პირველ რიგში მინდა ვთქვა, წარმატება ჩვენს ქვეყანას და წარმატება ჩვენს მოძმე უკრაინელებს, რომლებიც მთელ მსოფლიოს გადაფარებულია თავისი სიმამაცით.

გიორგი, ძალიან სწორად აღნიშნე, რომ დამოკიდებულება საკმაოდ მაღალია ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, მე მაინც ხაზს გავუსვამდი ჩვენს ექსპორტის კუთხით, წინა ხელისუფლება ბაზრის დივერსიფიცირებით იყო დაკავებული. განსაკუთრებით ღვინის, ლიმონათის და მინერალური წყლის მიმართულებით.

კარგად გვახსოვს, ემბარგო გვქონდა და რა მძიმე მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით.
ეს ტენდენცია შემსუბუქდა და სამწუხაროდ ქართველი მწარმოებლები შეუდგნენ ისევ იმ გზას, რომ მარტივი ბაზარი, შედარებით იაფი უფრო სტაბილური და კარგად გასასაღებელი იყო რუსეთში და დამოკიდებულება იყო ექსპორტის კუთხით გაიზარდა.

ხვალ თუ ალტერნატიულ ბაზარს მოვძებნით და სწრაფად შევეცდებით ჩანაცვლებას, ძალიან ძნელი იქნება და გაგვიჭირდება, მით უმეტეს იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რა პოლიტიკასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.
ძალიან მიჭირს, რა უნდა ვისაუბროთ იგივე ევროპასთან დაკავშირებით?

იმასაც გეტყვით, რომ მარტო მწარმოებლებისთვის ამის გაკეთება დღევანდელ სიტუაციაში შეუძლებელი იქნება.

ფერმერებსაც, რომლის პროდუქციაც, უახლოეს მომავალში უკვე ბოსტნეული მიიღებენ, რომელიც ექსპორტზე რუსეთზე და უკრაინაზე გადიოდა, იქნება კოლოსალურ ზარალზე.  ჯერ ერთი როდესაც მალფუჭებადი პროდუქტია, შედარებით რთულია ალტერნატიულ ბაზარზე გაგზავნა, მაგრამ არის შესაძლებელი, რომ დღეს ალტერნატიულ ბაზარზე დავიწყოთ მუშაობა, ოღონდ დღეს და არა ხვალ.

იმიტომ რომ თუ დღეს ეს არ მოხდა, ის დოვლათი, რომელიც შემოდიოდა ჩვენ ქვეყანაში უცხოური ვალუტიდან და რომლის გამოც პირდაპირი მნიშვნელობით ამაყობდა ჩვენი მთავრობა. ამბობდა, რომ სტაბილურობას სწორედ ის ინარჩუნებს, იმიტომ რომ ექსპორტი გაზრდილია, რა თქმა უნდა გაზრდილი იყო, მაგრამ ლომის წვლილი ეჭირა რუსეთს და უკრაინას სამწუხაროდ.

წარმოიდგინეთ დღეს რა რთულ სიტუაციაში ჩავვარდებით და დოლართან დაკავშირებით ლარს რა მოუვა.  გადმორიცხვები, თითქმის 70 %-% თითქმის რუსეთზე მიდიოდა, აგრეთვე უკრაინაზეც საკმაოდ მაღალი იყო ფულადი გზავნილები.

რა მდგომარეობაში ჩავვარდებით ახლა, რთული ასახსნელია. ეროვნულ ვალუტას რა ბედი ელის და შესაბამისად ახლანდელი ინფლაციის მაჩვენებელი, არ მინდა სასაცილოდ მოგვეჩვენოს უახლოეს მომავალში.

– დეფიციტზე მინდა გკითხოთ, იმპორტის ნაწილში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

– დეფიციტი კონკრეტულ პროდუქტებზე ნამდვილად არ გვემუქრება. ჩვენ თუ კონკრეტული ბრენდის ქვეშ ზეთი ან წიწიბურა ვერ ვნახეთ, ეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ დეფიციტია. დეფიციტი ამ დონეზე არ შეიქმნება. უბრალოდ ფასები სამწუხაროდ გაძვირებული იქნება.

წარმოიდგინეთ, ორი დიდი მწარმოებელი ქვეყანა ხორბლის და მზესუმზირას, ომშია ჩართული.

რა მოსავალზეა საუბარი. პირდაპირ დაეტყობა მძიმე ხელი მთელ მსოფლიოს. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში იქნება მარტო პრობლემა.

მთელ მსოფლიოში დადგება ეს პრობლემა.

ხორბალზე ფასები გაიზრდება, მზესუმზირაზე ფასები გაიზრდება და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკა გვაქვს თუ არა, საკითხავია, რიგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საერთოდ არ გვაქვს და მძიმედ აისახება და საკმაოდ რთული წარმოსადგენი არ არის.

ამიტომ დეფიციტი არ იქნება. ჩვენ ამას აუცილებლად დივერსიფიცირებას მოვახდენთ ბაზრების.

უკრაინა უკვე დაიხურა, ამ ქვეყნიდან პროდუქტის იმპორტი თუ რიგი ბრენდები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში, რა თქმა უნდა, დახურულია.

მარაგებიც ამოიწურება და სამწუხაროდ არ ვიცით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ომმა რამდენ ხანს შეიძლება, გასტანოს.

რუსეთიდან რა პროდუქციაც შემოდიოდა, საუბარია სასურსათოზე, გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ევროპულ ბაზრებზე, 2008 წლის ომის დროსაც არ ყოფილა შეფერხება და ვიმედოვნებ, რომ ამ ეტაპზეც გარკვეული შეფერხება არ იქნება.

ერთადერთი რა პრობლემებსაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის ფულადი გადარიცხვები და ესეც დასტაბილურდება, მაგრამ რუბლის გაუფასურებიდან გამომდინარე ფასები საკმაოდაა გაზრდილი და გარკვეული პრობლემებია ამ ეტაპზე, ალბათ უფრო პანიკური ფონია.

გადაზიდვები რთულია მაგრამ ვფიქრობ, ესეც უნდა დასტაბილურდეს და აქ ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტი ჩვენ რაც გვექნება, ეს იქნება ხელფასის ცვლილება.

რა თქმა უნდა, არიან კომპანიები, რომლებიც ბაზრის დივერსიფიცირებაზე უკვე მუშაობენ და მუშაობენ იმაზე, რომ ის პროდუქტები, რომელიც რუსეთ-უკრაინიდან შემოდიოდა, ევროპიდან ან თურქეთიდან შემოდიოდეს.

მაგრამ აქვე ხაზს გავუსვამ რომ ლოგისტიკა, რომელიც ამ ორი ქვეყნიდან გვიჯდებოდა 2- 2.5 ათასი დოლარის ფარგლებში, ევროპაში ათასი დოლარი და გაცილებით მეტიც ღირს, ამიტომ ფასებზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ, თუ რამდენად ძვირია იქ წარმოებული პროდუქცია.

სამწუხაროდ, მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ძალიან ბევრ მსოფლიო ბრენდს თავისი წარმოება აქვს გახსნილი რუსეთში, ამიტომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია, არის ძალიან იაფი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მომარაგებაც გაცილებით უფრო იაფი უჯდებათ.
შესაბამისად ჩვენც მიბმული ვიყავით რუსეთის ბაზარზე.

– სპეციალისტები დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრობლემა იყო ასე ჩამოკიდება რუსეთის ბაზარზე, რომელიც არის მტრული ქვეყანა, პოლიტიკური ბაზარია. ხუთ წელიწადში ერთხელ რაიმე ეკონომიკური კრიზისი აქვთ, ომს თუ არ დაიწყებენ (პირობითად). ვაფრთხილებდით, რომ შემცირებულიყო სავაჭრო დამოკიდებულება რუსეთზე, იმიტომ რომ ბაზარი არაპროგნოზირებადი იყო.

2006 წლის ემბარგო, 2019 წელს საჰაერო ემბარგო დაგვიწესეს, ხშირად ეს მათ ხასიათზე იყო დამოკიდებული და არა იმაზე, როგორი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის და დღესაც ასე აგრძელებს.

სამწუხაროდ ეს სიამაყე, რომ ექსპორტი იზრდება და ეს ხდებოდა რუსეთის ხარჯზე, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდება, რადგან უკვე ფაქტია, რომ ფასები პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაიზრდება და ჩვენ ამას ვერაფრით ვერ შევეწინააღმდეგებით, რადგან რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საბჭოთა პარტნიორი გახდა.
რაც ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პოლიტიკაში.

– რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, ექსპორტის ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მომხდარიყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებულება, ნებისმიერი კომპანიის 50 %-ზე მაგრამ რიგ შემთხვევებში არის კომპანიები, რომლებიც უბრალოდ წარმოებას იწყებდნენ იგივე ღვინის თუ მინერალური წყლის. მერე გამარტივდა 2013 წლის შემდეგ. ერთის მხრივ ეს იყო ხელისუფლებისთვის საამაყო და რა თქმა უნდა, ბიზნესისთვისაც ეს იყო მომხიბვლელი, მაგრამ ვწუხვარ, რამდენად სწრაფად გვავიწყდება, რამდენად მძიმეა არასტაბილურ პარტნიორთან ურთიერთობა, როგორიცაა რუსეთი.

რაც შეეხება ხილს და ბოსტნეულს, უბრალოდ ძალიან რთულია მისი სხვა ბაზარზე გატანა, იმიტომ რომ ხარისხიანობაა საკმაოდ დაბალია და რიგ შემთხვევაში დღეებზეა საუბარი და ალტერნატივის მოძებნა საკმაოდ რთულია. ამიტომ მიჯაჭვულობა როგორც უკრაინის, აგრეთვე რუსეთის ბაზარზე იყო მაღალი.

თურქეთთან სავაჭრო პარტნიორობა არ გვაქვს, პირიქით, თურქეთიდან შემოგვაქვს, ამიტომ იგივე ღვინის მიმართულებით იქნებოდა ეს, მინერალური წყლების, თუ ასე შემდეგ, ის პროდუქტი, რომელიც არაა მალფუჭებადი, ეს მთავრობისა და სახელმწიფოს აქტიურობით უნდა ყოფილიყო.

ამას მარტო ბიზნესსექტორი თავისი სახსრებით ვერ გააკეთებს.

წარმოუდგენელია, მაღალ ხარჯებზე საუბარი. პრომო თუ ხელისუფლებამ არ გააკეთა, რთული იქნება მუშაობა.  სახელმწიფომ, რაც წინა პერიოდში კეთდებოდა, რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ბიზნესს ამის გაკეთება გაუჭირდება.

ისევ მინდა შევეხო იმპორტის ხელშეკრულებას, იგივე მსოფლიო ბრენდებიდან გამომდინარე საქართველო ხდება ისევ მათზე დამოკიდებული. მოთხოვნიდან გამომდინარეა, რომ  თითქმის, 90 % ამ პროდუქციის არის რუსეთში წარმოებული.

ახლა ალბათ ევროპა უნდა დაგვეხმაროს, რომ ალტერნატიული გზები გაგვიხსნას, მაგრამ პროდუქტი ცალსახად იქნება ძვირი, ერთადერთი მე რასაც პირადად გამოსავალს ვხედავ და რაშიც ალბათ თითოეული თქვენგანი დამეთანხმება, მხარდაჭერა დაგვჭირდება, რომ ერთად დავდგეთ და მთავრობას გავაგებინოთ, აუცილებლად უნდა მოხდეს ბიუჯეტის გადახედვა.

პირდაპირი მნიშვნელობით ქამრების შემოჭერა და ბიუროკრატიული ხარჯები მინიმუმამდე უნდა დავიდეს, უნდა შემცირდეს გადასახადები, როგორიც არის საშემოსავლო და აგრეთვე საბაჟოზე პრობლემები, როგორიც არის დამატებითი ღირებულების გადახდა იმპორტის გადატანის.

გადასახადის გადახდა ჩვენ ფაქტობრივად მომენტალურად გვიწევს.
უნდა შეიცვალოს, როგორც იყო ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ორი კვირიდან რიგ შემთხვევაში ერთ თვემდე გვქონდა საშეღავათო პერიოდი.

ამ ყველაფერმა დღესვე თუ არ დაიწყო ამაზე მუშაობა, დამერწმუნეთ, ხვალ შეიძლება უფრო გვიანი იყოს და ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავვარდეთ.

ამიტომ ჩვენ ჩვენ შეთავაზებას აუცილებლად გავუგზავნით მთავრობას და ამის შემდეგ უკვე საქმის კურსში ჩავაყენებთ ვინ როგორ მოქმედებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პანდემიის პერიოდში სასურსათო პროდუქტებზე პრობლემები არ ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მხარდაჭერა მთავრობისგან არ ყოფილა.

ახლა გაცილებით უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე პანდემიის პერიოდში. რადიკალურად იცვლება მსოფლიო პოლიტიკა და მსოფლიო ეკონომიკა. აქ თუ ჩვენ ჩვენი სტრატეგია არ ავირჩიეთ, საით მივდივართ და სად გვინდა, ძალიან გაგვიჭირდება.

ჩვენი ერთადერთი მყარი პარტნიორია აშშ-ი და მყარი პარტნიორია ევროპა, რომელიც ფინანსურად გვეხმარება, ამ ფინანსებს, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი გზა არ მისცა და ბიზნესს სწორად არ დაეხმარა, ვერ გეტყვით, რა მდგომარეობაში შეიძლება, რომ ჩავვარდეთ.
მოსახლეობა მაინც შეიძლება დავამშვიდოთ, რომ სასურსათო დეფიციტი არ შეგვექმნება, უბრალოდ ჩვენზე ნუ გაბრაზდებიან, ფასები თუ გაიზრდება, ეს მოხდება ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები