LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს – მინისტრი

165
BeFunky-collage

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე არსებულ სიტუაციას, სამინისტროს ინფორმაციით,  მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის განცხადებით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები