LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასურველია, რეზიდენციის საკითხზე გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს – სალომე სამადაშვილი

122

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ადგილსამყოფელი კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს.

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სირცხვილია, როდესაც რეზიდენციის საკითხი პიროვნული დაპირისპირებისა და საჯარო განსჯის საგანი ხდება.

„სასურველია, რეზიდენციის საკითხზე გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება იმის და მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს, თუ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია და ადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ საკანონმდებლო ორგანომ განსაზღვროს, სად იქნებოდა რეზიდენცია, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პრეზიდენტი. თუ სახელმწიფო ვართ, სახელმწიფო ინსტიტუტების საკითხი საკანონმდებლო ბაზით უნდა განისაზღვროს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g