„დღეს ქიმიოთერაპიის მეორე გადასხმაა კი, ოპერაციისთვის განწყობილი, თქვენი დახმარებით ფრთებშესხმული, მოსალოდნელით ცოტა შეშინებული, მაგრამ მაინც უშიშარი მოვედი და ჯერ ქიმიოთორეპიაო (მაგრამ რამდენიმე სულო)! და რა თქმა უნდა, რასაც მეტყვიან, იმისთვის უნდა მოვიკრიბო ყველა ძალა და გავაგრძელო ეს რთული ბრძოლა… “ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ხათუნა სამნიძე წერს.
პოლიტიკოსი რომელიც რთული ოპერაციისთვის ემზადება, საზოგადოებას მადლობას უხდის და ამბობს, რომ სწორედ მათი დახმარებით შეძლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება.
„ხომ ყველამ ერთად მითხარით, გამოვაო! ჰოდა, გამოვიდა! მადლობა სასწაულის მოხდენისთვის… მე მოვიგებ ამ ომს!“ – ხათუნა სამნიძე საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაემგზავრა
ხათუნა მადლობას უხდის ყველას გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის და გაძლიერებისთვის.
„დღეს ქიმიოთერაპიის მეორე გადასხმაა კი, ოპერაციისთვის განწყობილი, თქვენი დახმარებით ფრთებშესხმული, მოსალოდნელით ცოტა შეშინებული, მაგრამ მაინც უშიშარი მოვედი და ჯერ ქიმიოთორეპიაო (მაგრამ რამდენიმე სულო)!
და რა თქმა უნდა, რასაც მეტყვიან, იმისთვის უნდა მოვიკრიბო ყველა ძალა და გავაგრძელო ეს რთული ბრძოლა…
ჰოდა, ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანებო, გულშემატკივრებო, საყვარელო მეგობრებო, ვემზადები ოპერაციისთვის – ჯერ ქიმიოთერაპია ასე მეტი ძალაც გექნება და საჭირო ენერგია შემდგომი რეაბილიტაციისთვისო თუმცა, რთული რომაა და უნდა გავუძლო,
ამაში ყველა თქვენგანის გამოგზავნილი უდიდესი სიყვარული და ენერგიები მეხმარება სასწაული ხომ მოახდინეთ და აქ ვარ, ამხელა ძალა ხომ მომეცით ბრძოლისთვის,
რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ ჩემს უმაგრეს ექიმებთან ერთად და კარგი ამბებით გაგახარებთ უნდა მოვიგო ეს ომი“, – წერს ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში.
დღეს ქიმიოთერაპიის მეორე გადასხმაა✊ კი, ოპერაციისთვის განწყობილი, თქვენი დახმარებით ფრთებშესხმული, მოსალოდნელით ცოტა…
Posted by Khatuna Samnidze on სამშაბათი, 13 მაისი, 2025