ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის გადადების რეკომენდაცია, ჯერჯერობით დაავადებათა ცენტრს არ გაუცია.
როგორც თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუკი ამის საჭიროება დადგება, საბჭო ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.
„ჯერჯერობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით არ იძლევა. ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.