LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ – რას ითხოვენ და რა წერილით მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრს

154
სასწრაფო

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი სამსახურში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და გაუარესებულ პირობებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები, მათი პრობლემებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის ქმედებების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრს წერილობითაც მიმართავენ:

„ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას პროფკავშირთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, მის წევრ ექიმებსა და მძღოლებთან, დამსაქმებელი აუარესებს დასაქმებულთა შრომით პირობებს, კერძოდ:

2022 წლის დეკემბერში 10 წლის განმავლობაში პირველად, დასაქმებულებმა დეკემბრის თვის ხელფასის ერთჯერადი 100%-იანი დანამატის ნაცვლად, მიიღეს 70%-იანი დანამატი.

2023 წლის იანვრიდან გაუქმდა:

ჯანმრთელობის დაზღვევა;

სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევა და დეზინფექციის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები